დედის დღე · 3 მარტი

საჩუქარი დედას — ფოტოწიგნი დედის დღისთვის

დედა წლების განმავლობაში ინახავდა ჩვენს ფოტოებს. ახლა ჩვენი ჯერია: ბავშვობა, ოჯახის ისტორიები და მადლობის სიტყვები — ერთ წიგნში, რომელსაც ყოველთვის ხელთ ექნება.

  • A4, მყარი ყდა
  • 60 ან 90 გვერდი
  • აწყობა ონლაინ, ერთ საღამოში

რატომ ფოტოწიგნი დედის დღეს

საჩუქარი, რომელიც ამბობს იმას, რასაც ხშირად ხმამაღლა ვერ ვამბობთ.

  • 01

    ოჯახის ისტორია

    ძველი და ახალი ფოტოები ერთად — დედის ახალგაზრდობიდან შვილიშვილებამდე.

  • 02

    ფოტოები ხელთ

    ბევრ დედას ფოტოები ტელეფონში ძნელად მოსაძებნია. წიგნი ყოველთვის თაროზეა.

  • 03

    ერთობლივი საჩუქარი

    და-ძმები ფოტოებს და წერილებს ერთად აგროვებთ — თითოეულს თავისი გვერდი.

რა ჩასვა დედისთვის ფოტოწიგნში

იდეები, რომლებიც დედას აუცილებლად გაახარებს.

  1. დედის ახალგაზრდობა

    ძველი, შავ-თეთრი ფოტოები ოჯახის ალბომიდან — ტელეფონით დასკანერებული.

  2. ჩვენი ბავშვობა

    პირველი კლასი, დაბადების დღეები, ზაფხული სოფელში.

  3. შვილიშვილები

    თუ ოჯახში პატარები არიან — მათთვის ცალკე თავი.

  4. დედის რეცეპტები

    საყვარელი კერძის ფოტო და რეცეპტი, მისივე სიტყვებით.

  5. წერილები შვილებისგან

    ყოველ შვილს — ერთი გვერდი, ფოტო და რამდენიმე თბილი სიტყვა.

  6. „დედის ფრაზები“

    ცნობილი ფრაზები, რომლებსაც ბავშვობაში ასჯერ გვეუბნებოდა — ღიმილით.

აირჩიე შაბლონი

ყოველი შაბლონი რედაქტირებადია: შეცვლი ფერს, განლაგებას, სათაურებს და ყდას.

მიძღვნის იდეები

მოკლე და თბილი სიტყვები პირველი გვერდისთვის.

დედა, ეს წიგნი ყველა იმ მომენტზეა, რომელიც შენ გვაჩუქე. გილოცავ დედის დღეს!შვილებისგან
შენ ინახავდი ჩვენს ფოტოებს — ახლა ჩვენ შევინახეთ შენთვის.თბილი
ბებოს — სიყვარულით, შვილიშვილებისგან.ბებიისთვის
მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხარ, დედა.მოკლე

როგორ აჩუქო ფოტოწიგნი

აწყობა ონლაინ ხდება, ტელეფონიდან ან კომპიუტერიდან.

  1. ააწყვე

    აირჩიე შაბლონი, ატვირთე ფოტოები და დაამატე წარწერები. რედაქტორი ფოტოებს თავად გაანაწილებს — შენ მხოლოდ დეტალებს ასწორებ.

  2. დაამატე მიძღვნა

    პირველ გვერდზე დაწერე რამდენიმე სიტყვა — ვისთვის და რატომ. სწორედ ეს აქცევს წიგნს პირად საჩუქრად.

  3. ჩვენ დავბეჭდავთ და მოგიტანთ

    წიგნს ინდივიდუალურად ვბეჭდავთ და შენს მისამართზე მოგიტანთ. შეკვეთის სტატუსს „ჩემს ალბომებში“ ნახავ.

დედის დღე საქართველოში 3 მარტს აღინიშნება. ფოტოწიგნი ინდივიდუალურად იბეჭდება, ამიტომ დღესასწაულამდე დრო დაიტოვე. ბეჭდვისა და მიწოდების ზუსტ ვადას შეკვეთისას, გადახდამდე დაინახავ.

ხშირი კითხვები

როდის არის დედის დღე საქართველოში?

3 მარტს.

ძველი ფოტოები როგორ ჩავსვა?

ფოტოები ტელეფონით დაასკანერე — დღის შუქზე, ანარეკლის გარეშე — და რედაქტორში ჩვეულებრივ ატვირთე.

როგორ გავხადო წიგნი უფრო პირადი?

პირველ გვერდზე დაამატე მიძღვნა — რამდენიმე სიტყვა, ვისთვის და რატომ. ფოტოებს დაურთე თარიღები და მოკლე წარწერები.

რამდენი ფოტო დამჭირდება?

60-გვერდიან ფოტოწიგნში დაახლოებით 105 ფოტო ეტევა, 90-გვერდიანში — 160.

მზად ხარ?ფოტოწიგნს ერთ საღამოში ააწყობ.
დაიწყე ახლა